სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკით, 2024 წლის დეკემბერში, სამეგრელო-ზემო სვანეთში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ისევ
გაიზარდა და 44 049 პირს მიაღწია. ეს რიცხვი ნოემბრის მონაცემებს 267-ით, ოქტომბრის მაჩვენებლებს 278-ით, ხოლო სექტემბრის სტატისტიკას 369-ით აღემატება.
ამავე ცნობით, ცალკეულ მუნიციპალიტეტებს შორის საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობით კვლავ ზუგდიდი (18 645 პირი) ლიდერობს.
მუნიციპალიტეტებში მონაცემები შემდეგნაირად განისაზღვრა:
აბაშა - 2,890
ზუგდიდი - 18,645
მარტვილი - 3,903
მესტია - 3,070
სენაკი - 5,229
ფოთი - 2,636
ჩხოროწყუ - 1,890
წალენჯიხა - 2,865
ხობი - 2,921
სააგენტოს სტატისტიკაზე დაყრდნობით, ნოემბერში სამეგრელო-ზემო სვანეთში 13 315 ოჯახმა მიიღო სოციალური დახმარება.
ამავე თემაზე:
ნოემბერში სამეგრელო-ზემო სვანეთში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა გაიზარდა - სტატისტიკა
სექტემბერში სამეგრელო-ზემო სვანეთში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა გაიზარდა - სტატისტიკა
ერთ თვეში ზუგდიდში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და 5 631-ს გაუტოლდა - სტატისტიკა
მასალის გამოყენების პირობები