ზუგდიდი-მესტიის გზაზე ყაჩაღობა მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ნაკრას ასახვევთან იპოვეს გატაცებული მანქანა, ასევე ნაპოვნია ცოლი, რომელიც გადაყვანილია განყოფილებაში. ქმარი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. არსებული ინფორმაციით, ორივე მათგანი რუსეთის მოქალაქეა.
რადიო ,,ათინათს’’ შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის ორი მუხლით დაიწყო - 179-ე ყაჩაღობისა და 236-ე იარაღის უკანონო ტარების.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მესტიის მუნიციპალიტეტში სამძებრო-დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები