მესტიის მუნიციპალიტეტში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით სამძებრო-დაკავების ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავები გატაცებულ ტურისტს, რუსეთის მოქალაქეს ეძებენ, რომელსაც, თანხმლებ ქალთან ერთად, სავარაუდოდ, თავს ორი პირი დაესხა.
აღნიშნულ ფაქტს ბლოგერი ნიკოლაი ლევშიცი ტელეგრამის არხზე გამოეხმაურა. მისი თქმით, ცოლ-ქმარს გამტაცებლებმა გზა გადაუღობეს, იარაღით დაემუქრნენ, კაცი კი თეთრი subaru-ს მარკის ავტომობილით წაიყვანეს. მისივე ცნობით, თანმხლები ქალი თავდამსხმელებმა გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, შსს-მ გამოძიება სსკ-ის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და ყაჩაღობას გულისხმობს.
ამავე თემაზე:
მესტიაში უცხოელი ცოლ-ქმარი დააყაჩაღეს
მასალის გამოყენების პირობები