პროევროპული უწყვეტი პროტესტის მე-40 დღეს, ზუგდიდში შობის დღესასწაულს მოქალაქეები სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან
შეხვდნენ.
აქციის მონაწილეებმა დაანთეს სანთლები და შეასრულეს საშობაო საგალობლები.
მომიტინგეებმა ადგილზე სუფრა გაშალეს და ერთმანეთს გამარჯვებულ, თავისუფალ და ევროპულ საქართველოში ცხოვრება უსურვეს.
აქციაზე მიიტანეს შობის დღესასწაულის ერთ-ერთი სიმბოლო, "ჩიჩილაკი", რომელზეც საპროტესტო შინაარსის სხვადასხვა წარწერა იყო.
შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გათვალისწინებით, აქციაზე არ შესრულდა საშობაო სიმღერები.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ზუგდიდში, პერმანენტული საპროტესტო აქციები იმართება.
მასალის გამოყენების პირობები