ახალი ამბები
საბერიოში ხანძრის შედეგად დაშავებული ქალი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში განაგრძობს მკურნალობას
დროებით ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაშავებული ქალი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში განაგრძობს მკურნალობას. კლინიკის სამედიცინო დირექტორის თქმით, პაციენტს მესამე და მეორე ხარისხის დამწვრობა აქვს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის, თუმცა სტაბილურია.

დაშავებული ქალი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა მოინახულა. მან თქვა, რომ საბერიოში ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების ბებიის ფიზიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა რთულია სულიერი და ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ მძიმე დროს, ყველანაირად გვერდით დავუდგეთ ჭოლარიების ოჯახს და შევუმსუბუქოთ ეს ტკივილი. აფხაზეთის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოვყოფთ ფინანსურ დახმარებას, რომელიც ოჯახის სოციალური რეაბილიტაციის და სხვა საჭიროებებისთვის იქნება აუცილებელი", - თქვა მგალობლიშვილმა.

ცნობისთვის, 5 იანვარს, ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძარს ხუთი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მცირეწლოვნები სახლში ბებიასთან ერთად იყვნენ. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "პრეზიდენტის" მოვალეობის შემსრულებელმა ბადრა გუნბამ, 6 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.

ამავე თემაზე:

პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია - ექიმი საბერიოში ხანძრის შედეგად დაშავებულ ქალზე

ოკუპირებულ გალში ხანძარს ხუთი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა

6 იანვარი აფხაზეთში გლოვის დღედ გამოცხადდა
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
2024 წლის იანვრიდან, სამეგრელოს რეგიონში მოქმედებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ საკონსულტაციო ცენტრი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
დღის სიახლეები
08 / იანვარი 2025
პროტესტის 42 - ე დღეს ზუგდიდში მორიგი აქცია გაიმართა. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის წინ მოქალაქეები ისევ შეიკრიბნენ
08 / იანვარი 2025
საქართველოს მე - 5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, შაბათს, 11 იანვარს, 14 საათზე ზუგდიდში დაგეგმილ აქციას შეუერთდება. ამის შესახებ „სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი“ იტყობინება.
08 / იანვარი 2025
ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელსაც ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, საქართველოში 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
05 / დეკემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« იანვარი 2025 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.