აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის „პრეზიდენტობის“ კანდიდატების წარდგენა დასრულდა. მედიის ცნობით, „ცესკოში“ ხუთი კანდიდატის დოკუმენტაცია შევიდა, ესენი არიან:
„პრეზიდენტის“ მოვალეობის შესმრულებელი, - ბადრა გუნბა;
ეკონომიკის ყოფილი „მინისტრი“, „აფხაზეთის სახალხო მოძრაობის“ ლიდერი - ადგურ არძინბა;
აფხაზეთის ყოფილი „სავაჭრო წარმომადგენელი მოსკოვში“ - ოლეგ ბარციცი;
„კონტროლის პალატის“ ყოფილი ხელმძღვანელი - რობერტ არშბა;
კომერციული ბანკის „შავი ზღვის განვითარების ბანკის“ გამგეობის თავმჯდომარე - ადგურ ხურხუმალი.
სხვადასხვა მიზეზების გამო „საპრეზიდენტო“ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს, ბიზნესმენმა ბესლან კვიცინიამ, ოპოზიციონერმა დეპუტატმა კან კვარჩიამ და „სახალხო პარტიის“ლიდერმა შამილ აძინბამ.
კან კვარჩია, რომელიც 2024 წლის 19 ნოემბერს „პარლამენტის“ შენობაში
დაჭრეს, აცხადებს, რომ „პრეზიდენტობისთვის“ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ იბრძოლებს. ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა „დეპუტატი“ ვახტანგ გოლანძია. მკვლელობაში ეჭვმიტანილ ადგურ ხარაზიას, ამ დრომდე ეძებენ.
ოკუპირებულ აფხაზეთში „საპრეზიდენტო“ არჩევნები 15 თებერვალს გაიმართება.
ცნობისთვის, 15 ნოემბერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში ჩაიშალა სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი, რასაც ოპოზიციური ძალების პროტესტი და ბჟანიას
გადადგომა მოჰყვა.
მოგვიანებით, ე.წ. პარლამენტმა
ჩააგდო რუსულ - აფხაზური საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების საკითხი.
პასუხად, მოსკოვმა ჯერ ნაწილობრივ, შემდეგ კი სრულად შეუჩერა სოხუმს ბიუჯეტის
დაფინანსება.
მასალის გამოყენების პირობები