ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ ქალაქში მდებარე უმწეოთა სასადილოს მომსახურებისთვის 128 700 გამოყო. ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდზე ვკითხულობთ.
ამავე ცნობით, შესაბამისი ტენდერი 155 ბენეფიციარისთვის ყოველდღიური (13:00 – 16:00სთ-მდე), ერთჯერადი კვების გაწევას ითვალისწინებს.
კვირის დღეების მიხედვით, მენიუს ჩამონათვალი კი შემდეგნაირია:
ორშაბათი: ქათმის ბარკლის ბულიონი, ვერმიშელის ფაფა, კისელი
სამშაბათი: სუპხარჩო, მანის ფაფა,კომპოტი.
ოთხშაბათი: ლობიოს სუპი, ბრინჯის ფაფა, კისელი.
ხუთშაბათი: ბოსტნეულის ბორში, ვერმიშელის ფაფა, კომპოტი.
პარასკევი: შემწვარი თევზი საწებლით, კარტოფილის პიურე, კისელი.
შაბათი: ქათმის ბარკლის სოუსი, ბრინჯის ფაფა რძით, კომპოტი.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ბენეფიციარებისთვის
კვირა დღის მენიუში მხოლოდ პურია გათვალისწინებული.
ამავე ცნობით, კვება ძირითადად უნდა განხორციელდეს ადგილზე, ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში კი დასაშვებია სახლში გატანა, წარმომადგენლის მეშვეობით.
ტენდერში ერთადერთმა პრეტენდენტმა, ინდივიდუალურმა მეწარმემ აზა კვირკვაიამ მიიღო მონაწილეობა, რომელმაც შემსყიდველს 126 913 ლარი შესთავაზა და გამარჯვებულად დასახელდა.
მასალის გამოყენების პირობები