ახალი ამბები
პროტესტის 42-ე დღე ზუგდიდში (ფოტო)
პროტესტის 42 - ე დღეს ზუგდიდში მორიგი აქცია გაიმართა. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის წინ მოქალაქეები ისევ შეიკრიბნენ უცვლელი მოთხოვნით, გათავისუფლდნენ რეჟიმის პატიმრები და ჩატარდეს ხელახალი, სამართლიანი არჩევნები.

აქციის დაწყებამდე ცნობილი გახდა, ქვეყნის მე- 5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, 11 იანვარს შეუერთდება ზუგდიდში დაგეგმილ აქციას. ამის შესახებ სამოქალაქო სოლიდარობის ფონდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც აქციის ორგანიზატორებმა პროტესტის მონაწილეებს სიტყვით გამოსვლისას გააცნეს.

"ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში პრეზიდენტმა საზოგადოების გამაერთიანებლის ფუნქცია იკისრა და მისი რეგიონული ტურნე რომ ზუგდიდიდან იწყება ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ბრძოლა ღირებული და მნიშვნელოვანია", - განაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა.

სიტყვით გამომსვლელების დაწყებამდე აქციაზე თავსაბურავის ე.წ. ბალაკლავას ტარებისთვის "დროას" აქტივისტი მარიამ სიჭინავა მეოთხედ დააჯარიმეს, ხოლო კერენ ესებუა, რომელმაც, მის მხარდასაჭერად დემონსტრაციულად დაიხურა ბალაკლავა, მეორედ დააჯარიმეს.

"მარიამის დაჯარიმების ფაქტს შევესწარი და ბუნებრივია, ძალიან გავბრაზდი. მეოთხეჯერ ხდება მარიამის დაჯარიმება, ბალაკლავის ტარების გამო. თანაც იდენტიფიცირების არანაირი პრობლემა არ აქვთ. მიმართავენ სახელით და გვარით და მოითხოვენ, მოიხსნას ბალაკლავა... როგორც კი მიეცათ საშუალება, რომ საკუთარი ძალაუფლება პერვერტულად გამოიყენონ, როგორც კი კანონი შემოვიდა, რომლის საშუალებითაც, ჩვენზე ზეწოლა შეუძლიათ, ყოველდღიურად აპირებენ ამის კეთებას და განმეორებას... ცხადია, არანაირი ჯარიმის გადახდას და არ ვაპირებთ ამ სისტემის გამყარებას საკუთარი ფულით", - უთხრა რადიო "ათინათს" სამოქალაქო აქტივისტმა.

მსგავსად წინა დღეებისა, მოქალაქეები აქციაზე ევროკავშირისა და საქართველოს დროშებით მივიდნენ. ისინი მიიჩნევენ, რომ საქართველოს ევროპული მომავალი და ევროატლანტიკურ სივრცეში ქვეყნის სრულფასოვანი ინტეგრაცია მოსახლეობის უმრავლესობის ისტორიული არჩევანია, ამ გზიდან გადახვევა კი სახელმწიფოს ღალატია. ისინი მიუთითებენ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლზე, რომელიც ხელისუფლებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის გაწევრიანებისთვის ყველა ზომის მიღებას ავალდებულებს.

28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. ამ დღიდან საქართველოს სხვადასხვა ქალაქში უწყვეტი პროევროპული საპროტესტო აქციები იმართება. ზუგდიდში მოქალაქეების ნაწილი 28 ნოემბრიდან აპროტესტებს "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას.






Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
23 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრულ-აფხაზურ ტრადიციულ ხის სახლზე ,,ჯარგუალზე".
16 / ოქტომბერი 2025
მეგრელი ადამიანის ყოფაში ერთი, თითქოს უმნიშვნელო ნაგებობა, ფაცხა მთელი კულტურის, ტრადიციისა და რწმენის მატარებელი იყო. ფაცხა არ იყო მხოლოდ თავშესაფარი, ის იყო სატკივარის, სიხარულის, საწყისის და დასრულების ადგილი.
09 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
ოდაბადეშ კინოხონი
23 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.