ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი მამაკაცს ქუჩის გადაკვეთის დროს დაეჯახა. ის
ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
შსს-ში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები