პროტესტის 47-ე დღეს, 13 იანვარს მოქალაქეები სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან 22:00 საათიდან შეიკრიბებიან და ძველით ახალი წლის დღესასწაულს ერთად შეხვდებიან. ამის შესახებ
სამოქალაქო სოლიდარობის
ფონდის ფეისბუქ გვერდზე ვკითხულობთ.
"სამეგრელოში ძველით ახალი წლისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან, თუმცა, ყველა დღესასწაული და მისი აღნიშვნა აზრს კარგავს, როდესაც სამშობლოს დაცვისთვის რეჟიმს ტყვეობაში უამრავი ადამიანი ჰყავს, თავს ესხმის თავისუფალ მედიას და ძალადობრივად ცდილობს პროტესტის ჩახშობას. ასეთ დროს დუმილი ძალადობის მხარეს დგომაა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
აქციის ორგანიზატორები საზოგადოებას მოუწოდებენ, შეუერთდნენ პროტესტის მონაწილეებს სიტყვის თავისუფლებისთვის, თანამებრძოლების თავისუფლებისთვის, ქვეყნის თავისუფლებისთვის.
ამავე თემაზე: მე, თქვენი სახელით, ზუგდიდის სახელით იქაც ჩავალ, ვაშინგტონში, - სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდის აქციაზე (ფოტო/ვიდეო)
ხელახალი არჩევნებისა და დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით ზუგდიდში აქციები გრძელდება (ფოტო)
„ირო წიმი ევროპაშა“, - ახალი წლის პირველ დღეებში აქცია ზუგდიდში უწყვეტად გრძელდება (ფოტო)
ზუგდიდში უწყვეტი საპროტესტო აქციები გრძელდება (ფოტო)
მასალის გამოყენების პირობები