იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა მოადგილის თანამდებობაზე ირაკლი ბერაია დანიშნა.
ინფორმაციას ამის შესახებ, იუსტიიციის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ირაკლი ბერაია პროფესიით ეკონომისტია.
,,მან წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. ირაკლი ბერაიას აქვს საკანონმდებლო საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება; ის იყო საქართველოს მე-9, მე-10 და მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი'', - წერს სამინისტრო.
მათივე ცნობით, ირაკლი ბერაიას პოლიტიკურ საქმიანობამდე წარმატებული კარიერა ჰქონდა საბანკო სექტორში.
მასალის გამოყენების პირობები