პარტია "დროას" წევრი და აქტივისტი მარიამ სიჭინავა სამტრედიის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. ამის შესახებ რადიო
"ათინათს" დაკავებულის ადვოკატმა როლანდ შონიამ უთხრა.
მისი თქმით, სიჭინავას დაკავება მოხდა გარკვეული პროცედურული დარღვევებით, მათ შორის აქტივისტისთვის არ განუმარტავთ უფლებები.
"ედავებიან პიროტექნიკის გამოყენებას. როდის ჩაინიშნება სასამართლო წინასწარ არ ვიცით. დაკავებულს არ აქვს დაზიანებები. დაკავებისას ადგილი ჰქონდა პროცედურულ დარღვევებს, მაგალითად, მისი უფლებები არ განუმარტეს", - ამბობს ადვოკატი.
მისი განმარტებით, აქტივისტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლით დააკავეს, რაც შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას გულისხმობს.
სიჭინავა, 13 იანვარს, ზუგდიდში საპროტესტო აქციაზე პიროტექნიკის გამოყენების დროს დააკავეს.
ამავე თემაზე:
ზუგდიდში, აქციის მსვლელობისას, „დროას“ აქტივისტი მარიამ სიჭინავა დააკავეს
მასალის გამოყენების პირობები