ახალი ამბები
ზუგდიდში პროტესტის 48-ე დღეს კვლავ პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ახალ არჩევნებს ითხოვენ (ფოტო)
ზუგდიდში, მოქალაქეები სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან პროტესტის 48-ე დღესაც შეიკრიბნენ და კიდევ ერთხელ გააჟღერეს საერთო სახალხო აქციების უცვლელი მოთხოვნები: დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ "რუსული რეჟიმის პოლიტპატიმრები".

აქციის მონაწილეები, ტრადიციულად, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურნენ, მათ შორის ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ აქტივისტების ე.წ ბალაკლავას ტარების გამო დაჯარიმებას.

"ზუგდიდის სასამართლო, სამწუხაროდ, აღმოჩნდა პირველი, ვინც დაიწყო კანონის აბსურდული მოთხოვნის აღსრულება, არალეგიტიმური, არაკონსტიტუციური, არასამართლებრივი, რეპრესიული მუხლების აღსრულება. დღეს ბათუმში ვიხილეთ უმძიმესი ამბავი, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" ხელმძღვანელი, რომელიც ყველა ხელისუფლების პირობებში იყო ქართული მედიის სინდისი, ერთ-ერთი ყველაზე წესიერი ჟურნალისტი, რომელიც სასამართლომ გაუშვა ორთვიან წინასწარ პატიმრობაში. ეს გადაწყვეტილება, რასაც ივანიშვილის პირადი მოსამართლე და პროკურორი, ასევე, მაღალჩინოსნები პოლიციიდან იღებენ, მიმართულია საქართველოში დიქტატურის და ავტორიტარიზმის დამყარებისკენ", - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა არჩილ თოდუამ.

მოქალაქეები, წვიმიანი ამინდის მიუხედავად, აქციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით, ასევე, საპროტესტო ბანერებით მივიდნენ.

მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ზუგდიდში, პერმანენტული საპროტესტო აქციები იმართება.

ამავე თემაზე:

მე, თქვენი სახელით, ზუგდიდის სახელით იქაც ჩავალ, ვაშინგტონში, - სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდის აქციაზე (ფოტო/ვიდეო)

ზუგდიდში საპროტესტო აქცია დაიწყო (ფოტო)

„ირო წიმი ევროპაშა“, - ახალი წლის პირველ დღეებში აქცია ზუგდიდში უწყვეტად გრძელდება (ფოტო)

რეჟიმის პატიმრების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების ჩატარება - პროტესტის 44- ე დღე ზუგდიდში (ფოტო)
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
2024 წლის იანვრიდან, სამეგრელოს რეგიონში მოქმედებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ საკონსულტაციო ცენტრი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
დღის სიახლეები
15 / იანვარი 2025
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია დღეს, 15 იანვარს საყოველთაო გაფიცვას უერთდება და 15:00 საათიდან 18:00 საათამდე წყვეტს მუშაობას.
14 / იანვარი 2025
ზუგდიდში, მოქალაქეები სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან პროტესტის 48-ე დღესაც შეიკრიბნენ და კიდევ ერთხელ გააჟღერეს
14 / იანვარი 2025
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში პროევროპული აქციის მონაწილეების, ცაბუნია ვართაგავასა და კერენ ესებუას სასამართლო პროცესი გაიმართა. სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობად 2000-2000
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
05 / დეკემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« იანვარი 2025 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.