აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის თანახმად, 2025 წლის 14 იანვარს, სოხუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა გამომძიებლის შუამდგომლობა და სოხუმში მომხდარ მვკელელობაში ეჭვმიტანილ, ასლან დოჩიას, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.
ცნობისთვის, შემთვევა 2025 წლის 11 იანვარს, დღის საათებში მოხდა. სოხუმის კაფე „ბისკვიტში“ მისულ სტუმრებს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებას
სამი ადამიანი ემსხვერპლა: 38 ნარსოუ ჟიბა, 36 წლის ეშსოუ ჟიბა და და 43 წლის ლაშა კვიცინია. შემთვევის ამსახველი ვიდეო თავდაპირველად საინფორმაციო სააგენტო „აიაშარამ“ გაავრცელა.
მკვლელობაში ეჭვმიტანილი , 41 წლის ასლან დოჩია, სამართალდამცველებმა იმავე დღეს
დააკავეს. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
მასალის გამოყენების პირობები