ახალი ამბები
დავიწყეთ ფაქტის შესწავლა - ომბუდსმენის აპარატი საკრებულოს წევრის მიერ შშმ პირზე შესაძლო ზეწოლის შემთხვევაზე
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, თაზო ფაცაციას მიერ შშმ პირისთვის გაგზავნილი ხმოვანი ჩანაწერის ფაქტს იკვლევს. ამის შესახებ რადიო "ათინათს" ომბუდსმენის აპარატის პრესსამსახურში განუცხადეს.

მათი თქმით, ამ ეტაპზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებენ, თუმცა, აღნიშნავენ, რომ ფაქტს აუცილებლად მოჰყვება რეაგირება.

კერძოდ, საუბარია თაზო ფაცაციას მიერ აქციების მონაწილე შშმ პირისთვის გაგზავნილ აუდიო შეტყობინებაზე, რომელშიც ის ეუბნება "ბ....ი, დაანებე შენ გათხოვილი კაცების აქციაზე სიარულს თავი. დაანებე თავი, თორემ ტაძარშიც არ მიგიშვებენ მოძღვრები მერე".

ჩვენ კომენტარისთვის დავუკავშირდით ფაცაციას. გვაინტერესებდა ჰომოფობიური ლექსიკისა და შშმ პირზე შესაძლო მუქარის შემცველი ხმოვანი შეტყობინების ნამდვილობა, რაც მან დაადასტურა. თუმცა, თქვა რომ გასაჯაროებული ჩანაწერი კონტექსტიდან ამოგლეჯილია და ომბუდსმენის აპარატს სრულ აუდიო ჩანაწერებს გადასცემს.

" მე და ბ.... ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს. ის სამი თვეა, მიგზავნის ჩანაწერებს, გინებას, ლანძღვას. მისი ასეთ საქციელს პროვოცირება გაუკეთა ვიღაცამ და გამოიყენა ეს ყველაფერი სათავისოდ. ამის საშუალებას მე არავის არ მივცემ...ჩანაწერებში არაქრისტიანულად იქცეოდა და მაგის გამო გავუგზავნე. მასთან ერთად კიდევ ისმის ვიღაცების ხმა. ისინი ეჩურჩულებიან, რა უნდა გამოაგზავნოს. აუცილებლად გადავცემ ამ ყველაფერს სახალხო დამცველს. იქ რომ ხმები ისმის, მაინტერესებს, ომბუდსმენი თუ დაადგენს",- თქვა მან.

თავდაპირველად, ხმოვანი ჩანაწერი ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია "ახალის" წევრმა მაია კალანდიამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა. მისი განმარტებით, შშმ პირმა მას ადრეც უთხრა, რომ ემუქრებოდნენ, თუმცა არ დაუჯერა. რამდენიმე დღის წინ, კი ფაცაციას მიერ გაგზავნილი შეტყობინება გაუზიარა კალანდიას.

ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება "სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი". მათი თქმით, ჩანაწერში იკვეთება სიძულვილის ენა, შესაძლო ზეწოლა და ფარული მუქარის ელემენტები.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.