საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსმა, რევაზ კაკულიამ, თანამდებობა დატოვა.
ინფორმაცია ამის შესახებ მან საკუთარ
ფეისბუქ გვერდზე დაწერა.„მადლობა, საქართველო, პატივისთვის, მემსახურა 12 წელი შენი ევროპული გზისთვის. ყველა შენი თაობის ისტორიული, ზნეობრივი, ორგანულ-ცივილიზაციური და აწ უკვე, კონსტიტუციური მისიისა და არჩევანის აღსრულებისთვის.
თავისუფალ და განვითარებულ ერთა ყველაზე მძლავრ კავშირში, შენი მაქსიმალურად სწრაფი და სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის. სიცოცხლის, წინსვლის, ღირებულებებისა და კეთილდღეობის სივრცეში, შენი კუთვნილი ადგილის დამკვიდრებისთვის. ღმერთია მოწმე, ბევრი რამ შევძელით, ამ გზაზე ბევრი ღირსეული ადამიანიც გავიცანი, გემსახურე კეთილსინდისიერად და დაუღალავად. მისია, არ ამოწურულა. სადაც არ უნდა ვიყო, როგორც არ უნდა ვიყო - ვემსახურები საქართველოს!“, - წერს კაკულია.
მან აღნიშნა, რომ ერთგვარ შემაჯამებელ ანგარიშზე, მომავალზე და გამოწვევებზეც მოგვიანებით ისაუბრებს.
მასალის გამოყენების პირობები