მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაცია საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეული მიხეილ ყაველაშვილის ფეისბუქზე გამოქვეყნდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური ვებმისამართი ამ დრომდე გათიშულია და წერია, რომ ინფორმაციის განახლება მიმდინარეობს.
„საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს.
გამოჩენილი ჰუმანური დამოკიდებულებით, შეწყალებულ პირებს შესაძლებლობა მიეცათ, დაუბრუნდნენ ოჯახებს და კვლავ იქცნენ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად“, - წერს მიხეილ ყაველაშვილი.
შეწყალების აქტი ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით გამოიცა.
მასალის გამოყენების პირობები