ახალი ამბები
ანაკლიის პორტის პროექტი უფრო მეტად კონკურენტუნარიანი და ეფექტიანი იქნება განხორციელებისას - მინისტრი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სამთავრობო სხდომის დასრულების შემდეგ, ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე კომენტარისას, ანაკლიის პორტზე ისაუბრა.

მან აღნიშნა, რომ პორტის პროექტის სამუშაოები სწრაფი ტემპით, გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს, რაც, მისი თქმით, გულისხმობს როგორც ადგილზე კონკრეტული მასალების მობილიზებას, ასევე, საჭირო ლაბორატორიული კვლევების ჩატარებას.

„ძალიან სწრაფი ტემპით მივდივართ. როდესაც მოხდა კონტრაქტორის შერჩევა, ასევე, კონსორციუმში იყო წამყვანი დიზაინ კომპანიაც, რომელიც ნომერ ერთია და მათთან ერთად მოხდა საპროექტო პირობების და დეტალების დაზუსტება. ამიტომ, პროექტი უფრო მეტად კონკურენტუნარიანი და ეფექტიანი იქნება განხორციელებისას. ის უფრო სწრაფად განხორციელებადიც იქნება. სამუშაოები მიდის პარალელურად, მათ შორის ხდება ძირითადი ინერტული მასალის მობილიზება ტერიტორიაზე, მიმდინარეობს ლაბორატორიული კვლევებიც, რაც საჭიროა. თვის ბოლოს, დანიაში დაგეგმილია ძირითადი ტალღების ზემოქმედების ჩატარება, რომელიც თებერვლამდე დასრულდება. სამუშაოები გრაფიკის მიხედვით მიდის“, - თქვა დავითაშვილმა.

ცნობისთვის, 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი პროექტის მიხედვით, აღნიშნული პროექტისთვის საჭირო წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობა 150 მლნ ლარით დაფინანსდება.

პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის ეტაპი წარმატებით გაიარეს შვეიცარიულ-ლუქსემბურგულმა და ჩინურ-სინგაპურულმა კომპანიებმა.

მთავრობამ, 29 მაისს, ჩინურ-სინგაპურულო კომპანია (China Communications Construction Company Limited (ჩინეთი) & China Harbour Investment Pte. Ltd (სინგაპური) ანაკლიის პორტის პროექტის შესარჩევ კონკურსში უპირატეს მონაწილედ გამოაცხადა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, აღნიშნული კომპანია ამერიკის მთავრობამ სამხედრო, სადაზვერვო-კვლევით საქმიანობაში, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის წარმოების განვითარებაში ამხილა. მათი თქმით, კონსორციუმს აქვს თაღლითობასა და კორუფციაში მონაწილეობის ისტორიაც.

პორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე კი ბელგიურ კომპანია "Jan De Nul"-თან მოლაპარაკებები 29 აგვისტოს დასრულდა და ხელშეკრულება გაფორმდა. ამ ეტაპზე, აკვატორიის ფსკერის დაღრმავებითი და ტალღისმჭრელის პროექტირება/მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.


ამავე თემაზე:

პროექტის პირველი ფაზა, გეგმის თანახმად, 2029 წლისთვის დასრულდება - ირაკლი კობახიძე ანაკლიის პორტის მშენებლობაზე

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ოპერირებას 2029 წელს დაიწყებს, - ლევან დავითაშვილი

ანაკლიაში სამშენებლო სამუშაოებისთვის საზედამხედველო მომსახურების შესყიდვის ტენდერი მეორედ გამოცხადდა

პორტის პროექტირებისთვის ადგილზე სხვადასხვა სამუშაო დაიწყო - ანაკლიის საზღვაო ნავსადგური

ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ხელშეკრულება “Jan De Nul”-თან გაფორმდა

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ანაკლიის პორტის მშენებელი კომპანია ხვალ გამოვლინდება

ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის მეორე ეტაპზე ჩინური და შვეიცარული კომპანიები გადავიდნენ

ჩინურ კომპანიას აქვს თაღლითობასა და კორუფციაში მონაწილეობის ისტორია - აშშ-ის სახდეპი ანაკლიის პროექტზე

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩინეთმა არ უნდა ააშენოს - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე

ჩინეთთან ბიზნესის კეთებისას მნიშვნელოვანია ჩატარდეს საფუძვლიანი გამოკვლევა - აშშ-ის სახდეპი



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
2024 წლის იანვრიდან, სამეგრელოს რეგიონში მოქმედებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ საკონსულტაციო ცენტრი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
დღის სიახლეები
20 / იანვარი 2025
ზუგდიდში პროტესტის 54- ე დღეს, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის წინ მოქალაქეები ისევ შეიკრიბნენ უცვლელი მოთხოვნით, გათავისუფლდნენ რეჟიმის პატიმრები და ჩატარდეს ხელახალი, სამართლიანი არჩევნები.
20 / იანვარი 2025
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია
20 / იანვარი 2025
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ90-კმ185 (დიზი-უშგული) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის დაწესებული შეზღუდვა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით გადაადგილებაზე მოხსნილია.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
05 / დეკემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.