19 წლის მარტვილელი მეკარე საბა ქაჯაია ესპანურ საფეხბურთო კლუბ "რეალ მურსიაში" გააგრძელებს საფეხბურთო კარიერას. ამის შესახებ ინფორმაცია მარტვილის საფეხბურთო სკოლამ გამოაქვეყნა.
მათივე ცნობით, ქაჯაია 2023 წლის სექტემბრიდან იმყოფება ესპანეთში, მაგრამ, ტრანსფერთან დაკავშირებული საკითხებიდან გამომდინარე, ვერ ხერხდებოდა მისი დარეგისტრირება, რაც უკვე მოწესრიგდა და ის ოფიციალურად, ესპანური კლუბის ფეხბურთელია.
"მას ამ აკადემიისა და საფეხბურთო კლუბ მარტვილის ,,მერანი"-ს გარდა საქართველოში არსად არ უთამაშია და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი გადასვლა ესპანურ საფეხბურთო კლუბში უშუალოდ მარტვილიდან განხორციელდა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
საფეხბურთო სკოლაში განმარტავენ, რომ "რეალ მურსია", დღეის მდგომარეობით, ესპანეთის მე-3 ლიგაში ასპარეზობს, სადაც იმყოფება მე-2 პოზიციაზე და აქვს მეორე დივიზიონში გადასვლის შანსი.
მასალის გამოყენების პირობები