მომდევნო დღეებში სამეგრელოში ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსამდე მოიმატებს									
			
		
						
			
			
			
								გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 იანვრის ჩათვლით, საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. 
ამავე ცნობით, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში, მათ შორის, ზუგდიდსა და მარტვილში ჰაერის ტემპერატურა  დღისით +14, +16 გრადუსამდე მოიმატებს, ღამით კი, ზოგან 0, -2 გრადუსამდე დაეცემა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, მესტიაში, უნალექო ამინდის ფონზე, ტემპერატურა დღისით +4, +9, ხოლო ღამით -8, -13 გრადუსს გაუტოლდება. 
			
			
											 
					
მასალის გამოყენების პირობები