ახალი ამბები
ხობის მერია ექვსი ავტომობილის შეკეთებისთვის 36 000 ლარის დახარჯვას გეგმავს
ხობის მუნიციპალიტეტის მერია, მის ბალანსზე რიცხული ექვსი ავტომობილის შეკეთებისთვის 36 000 ლარის გამოყოფას გეგმავს. შესაბამისი ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდზე უკვე გამოცხადებულია.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება 344 899 ლარით განისაზღვრება.

ამავე ცნობით, საუბარია ტოიოტა „ჰაილუქსის“ (2008), ტოიოტა „პრადოს“, ნისან „იქსტერას“, რენო “BB244BC”, რენო “BB248BC” და ტოიოტა „ლენდკრუიზერის“ (2012) ფირმის ავტომანქანების ტექნიკურ მომსახურებაზე.

შესყიდვაში გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნები 2025 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით შეასრულოს.

ტენდერში პრეტენდენტებს წინადადებების წარდგენა 28-30 იანვარს შეეძლებათ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
2024 წლის იანვრიდან, სამეგრელოს რეგიონში მოქმედებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ საკონსულტაციო ცენტრი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
დღის სიახლეები
30 / იანვარი 2025
ზუგდიდში, პროტესტის 64 - ე დღეს, მოქალაქეები ისევ შეიკრიბნენ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან.
30 / იანვარი 2025
ზუგდიდში, პროტესტის 64-ე დღეს, სამოქალაქო აქტივისტი შალვა ესართია დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია "დროას" წარმომადგენელი მარიამ სიჭინავა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
30 / იანვარი 2025
სამეგრელო-ზემო სვანეთში დევნილებისთვის გათვალისწინებულ 45-ლარიან დახმარებას 59 388 ადამიანი იღებს. ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკაში ვკითხულობთ.
ოდაბადეშ კინოხონი
05 / დეკემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.