იანვრის ბოლომდე ზუგდიდში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო დღეებში დასავლეთ საქართველოს დაბლობ და სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა დღისით, ზუგდიდსა და მარტვილში +16, +18, ფოთსა და ანაკლიაში კი 15, +17 გრადუსამდე მოიმატებს.
რაც შეეხება ზემო-სვანეთს, მესტიაში ტემპერატურა +7, +9 გრადუსს მიაღწევს.
მასალის გამოყენების პირობები