ახალი ამბები
ეს ყველაფერი „ბჟანიას სიების მიხედვით“ კეთდება, - აფხაზი ოპოზიციონერები რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე
აფხაზმა ოპოზიციონერებმა ლევან მიქაამ და კან კვარჩიამ პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც მათთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე ისაუბრეს.

მათი თქმით, რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე ოფიციალური შეტყობინება არ მიუღიათ და მიაჩნიათ, რომ არ დაურღვევიათ რუსეთის ფედერაციის კანონი და „რუსეთის წინააღმდეგ არავითარი ქმედება არ ჩაუდენიათ“.

„ჩვენ ყოველთვის ჩვენი სამშობლოს ინტერესებით ვმოქმედებდით და არა რუსეთის ფედერაციის საზიანოდ“, - თქვა, რომ ლევან მიქაამ.

„მათ უნდათ ჩვენი გატეხვა, უნდათ გვაიძულონ... და თუ ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს სწორია, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ რუსეთის მტრები“,- აღნიშნა კან კვარჩიამ.

ოპოზიციონერები მიიჩნევენ, რომ „მთავრობა არაფერს აკეთებს, თუნდაც მიზეზის გასარკვევად“, რის საფუძველზეც მათ რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვათ.  მათი მტკიცებით, ეს ყოფილი ე.წ. პრეზიდენტის ასლან „ბჟანიას სიების მიხედვით“  კეთდება. 

ნუჟნაია გაზეტას“ თანახმად, კან კვარჩიამ არა მარტო საპრეზიდენტო კანდიდატებს, არამედ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებსაც მოუწოდა, შეაფასონ ინფორმაცია აფხაზეთის მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ.

„პარლამენტის დეპუტატი ვარ, ეს სილის გაწვნაა აფხაზეთის სახელმწიფოსთვის“, - განაცხადა კვარჩიამ.

ცოტა ხნის წინ, რუსული ტელეგრამის არხები იუწყებოდნენ, უსაფრთხოების ძალების წყაროებზე დაყრდნობით, რომ აფხაზ ოპოზიციონერსა და ბიზნესმენს, ლევან მიქაას რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვა. ის, 2024 წლის ნოემბერში სოხუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეა, რასაც მოჰყვა ასლან ბჟანიას გადადგომა და ვადამდელი „საპრეზიდენტო“ არჩევნების დანიშვნა.

მანამდე, 10 იანვარს, აფხაზური „პრო-სამთავრობო“ ტელეგრამის არხი AMRA-life, წყაროზე დაყრდნობით, წერდა, რომ რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვა ოპოზიციონერ "დეპუტატს" კან კვარჩიას.

რუსული ტელეგრამის არხი " რიბარი"  მიუთითებდა, რომ კან კვარჩია, ადგურ არძინბასთან ერთად, „გასული წლის შემოდგომაზე სახელმწიფო გადატრიალების ერთ-ერთი ინიციატორი იყო".

შეგახსენებთ, რომ კვარჩია 15 თებერვალს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავდა, თუმცა კანდიდატურა მოხსნა, ჯანმრთელობის მდგომარეობსი გამო.  19 დეკემბერს ე.წ. პარლამენტის შენობაში მისი მიმართულებით ისროლა „დეპუტატმა“ ადგურ ხარაზიამ. შედეგად, კვარჩია დაიჭრა, ხოლო მისი კოლეგა, ვახტანგ გოლანძია, მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. ადგურ ხარაზია მიიმალა და მას ამ დრომდე ეძებენ.

ცნობისთვის, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის ყოფილი „მინისტრი“ და „აფხაზეთის სახალხო მოძრაობის“ ლიდერი ადგურ არძინბა, ერთ - ერთია იმ 5 კანდიდატს შორის, რომელიც კენჭს იყრის 15 თებერვალს დაგეგმილ „საპრეზიდენტო“ არჩევნებში. აფხაზური მედიის თანახმად, მისი მთავარი კონკურენტია, დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი „ვიცე პრემიერი“, ბადრა გუნბა. 

2024 წლის აგვისტოს ბოლოს აფხაზურმა ტელეგრამის არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მაშინდელმა „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერ ალექსანდრ ნოვაკთან შეხვედრაზე „აპარტამენტების კანონის" მოწინააღმდეგე ე.წ. დეპუტატებისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი განიხილა.

ამავე ცნობით, ბჟანიას 2024 წლის 20 სექტემბრამდე უნდა მიეწოდებინა მოსკოვისთვის ინფორმაცია აფხაზური ოპოზიციის იმ დეპუტატებისა და ლიდერების შესახებ, რომლებსაც აქვთ რუსეთის მოქალაქეობა და „მოქმედებენ რუსეთის ფედერაციის ინტერესებისა და რუსეთ-აფხაზური ურთიერთობების განვითარების საზიანოდ. ბჟანიამ არ უარყო, რომ ეს საკითხი განიხილებოდა, თუმცა განაცხადა, რომ მას არ აუღია ვალდებულება, რუსული მხარისთვის ინფორმაციის მიწოდების შესახებ.

19 ნოემბერს, აფხაზი ლიდერის, ასლან ბჟანიას გადადგომის და ე.წ. პარლამენტის მიერ მოსკოვთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ჩაგდების შემდეგ, რუსეთმა სრულად შეუჩერა დე ფაქტო რესპუბლიკას დაფინანსება.








Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
დღის სიახლეები
24 / ივლისი 2025
სამეგრელოში ბავშვების აღზრდა მხოლოდ ოჯახის საზრუნავი არ იყო – ეს იყო მთელი საზოგადოების საქმე. ხალხური წესები და ტრადიციები ბავშვს დაბადების პირველივე დღიდან თან ახლდა. ისინი არა მხოლოდ ზრუნავდნენ ფიზიკურ ზრდაზე, არამედ აყალიბებდნენ პიროვნებასაც – თავისი წესებით, რიტუალებითა და ღირებულებებით.დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ იმ საინტერესო წეს-ჩვეულებებს, რომლებიც ბავშვობის ყველა ეტაპს თან სდევდა და რომლებიც დღესაც აღაფრთოვანებს მკვლევრებსა და თაობებს.
17 / ივლისი 2025
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
11 / ივლისი 2025
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.