ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი სახლში იმყოფებოდა, რა დროსაც, ცეცხლი გაჩნდა. ადგილზე მისულმა სახანრო - სამაშველო ბრიგადებმა ხანძრის ლიკვიდირება შეძლეს, თუმცა ხანდაზმული მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.
ტერიტორიაზე მობილიზებული იყო სასწრაფო - სამედიცინო დახმარების მანქანები და სამართალდამცავები.
მასალის გამოყენების პირობები