სამეგრელო-ზემო სვანეთში დევნილებისთვის გათვალისწინებულ 45-ლარიან დახმარებას 59 388 ადამიანი იღებს. ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკაში ვკითხულობთ. 
ამავე ინფორმაციით, გასულ თვეს, რეგიონში დევნილი და ლტოლვილი მოსახლეობისთვის გადარიცხული თანხა  2 677 116 ლარს გაუტოლდა. 
სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით,  ცალკეულ მუნიციპალიტეტებში იძულებით გადაადგილებული პირების რაოდენობა შემდეგნაირია: 
 აბაშა - 1,419
 ზუგდიდი -  33,776 
 მარტვილი - 1,678 
 მესტია - 287 
 სენაკი - 5,456 
 ფოთი - 7,736 
 ჩხოროწყუ - 1,257 
 წალენჯიხა - 5,423 
 ხობი - 2,356
დღეის მდგომარეობის, ქვეყნის მასშტაბით, შესაბამის შემწეობას სულ  189 177 პირი იღებს.			
მასალის გამოყენების პირობები