გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში დასავლეთ საქართველოს დაბლობ და სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა ზუგდიდსა და მარტვილში +14, +16, ფოთსა და ანაკლიაში კი 13, +15 გრადუსი იქნება.
რაც შეეხება ზემო-სვანეთს, მესტიაში ტემპერატურა +7, +9 გრადუსს მიაღწევს.
მასალის გამოყენების პირობები