დღეს, ზუგდიდში, 18:00 საათზე, "ახალი თეატრი" საპროტესტო მანიფესტით ჩამოდის. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო სოლიდარობის ფონდის ფეისბუქ გვერდზე ვკითხულობთ.
აქციის ორგანიზატორები მოუწოდებენ მოქალაქეებს, შეუერთდნენ პროტესტს ტრადიციულ ლოკაციაზე, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის წინ.
"ერთად გავაგონოთ ჩვენი ხმა რეჟიმს! თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს! თავისუფლება რეჟიმის ყველა ტყვეს", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ზუგდიდში, პერმანენტული საპროტესტო აქციები იმართება.
მასალის გამოყენების პირობები