ყირგიზეთში 1 მარტიდან აფხაზური ნომრის მქონე მანქანების ლეგალიზაცია დაიწყება
1 მარტიდან ყირგიზეთი “აფხაზური” სანომრე ნიშნების მქონე მანქანების ლეგალიზაციას დაიწყებს, იუწყება გამოცემა „აიაირა“.
საუბარია ქვეყანაში არალეგალურად შეყვანილ ათეულ ათასობით მარჯვენასაჭიან ავტომობილზე და რომ ეს ეხება "უცხოური სანომრე ნიშნებით მანქანების რეგისტრაციას, მაგრამ არა მათ იმპორტს და გაყიდვას".
მანამდე მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილემ კამჩიბეკ ტაშიევმა განაცხადა, რომ ასეთ მანქანებს ხშირად იყენებენ ტაქსებად, რაც ხშირად, ავარიების მიზეზი ხდება.
გამოცემის თანახმად, პირველ ეტაპზე დოკუმენტებიანი მანქანების ლეგალიზება მოხდება, მეორე ეტაპზე - უსაბუთო, მაგრამ ტექნიკურად გამართული ავტომობილების.
მასალის გამოყენების პირობები