დღეიდან, საქართველოს პარლამენტში პარტია „ქართულ ოცნების“ რიგებს ახალი დეპუტატი, ანსამბლ "ქართული ხმების" წევრი გრიგოლ აბესაძე შეემატა. ის ირაკლი (დაჩი) ბერაიას ადგილმონაცვლეა, რომელიც იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე აბესაძის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო.
ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა მოადგილის თანამდებობაზე ირაკლი ბერაია 13 იანვარს დაინიშნა. ის იყო საქართველოს მე-9, მე-10 და მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი და ხობის ყოფილი მაჟორიტარი.
ცნობისთვის, ბერაია პარლამენტის იმ 84 დეპუტატს შორის იყო, რომელმაც ხმა ე.წ აგენტების კანონს სამივე მოსმენით მისცა.
ამავე თემაზე:
ირაკლი ბერაია იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა
ქვარაია, თოლორაია, ბერაია, ხახუბია - "აგენტების კანონის" მხარდამჭერები სამეგრელოდან
მასალის გამოყენების პირობები