ახალი ამბები
სამეგრელოსა და სხვა რეგიონებში "ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 26 პირი დააკავეს
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამეგრელოსა და სხვა რეგიონებში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 26 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო საკუთარ ვებ გვერდზე ავრცელებს.

მათივე ცნობით, კიდევ 4 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, აქედან 3 კი „კანონიერი ქურდია“.

უწყების განმარტებით, სამართალდამცველების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული "ქურდული სამყაროს" წევრები და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერები, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში იყვნენ ჩართული. ბრალდებულები პირადი სარგებლის მიღების მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ და „ქურდულ გარჩევებს“ აწყობდნენ.

„გამოძიების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ბრალდებულები ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად, გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ თანხის გადახდას აკისრებდნენ.

პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ, ასევე ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები, მჭიდები, ვაზნები და ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანა”, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის" და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით, 223-ე სეკუნდა მუხლით, 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
2024 წლის იანვრიდან, სამეგრელოს რეგიონში მოქმედებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ საკონსულტაციო ცენტრი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
დღის სიახლეები
21 / თებერვალი 2025
დღეს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „პრეზიდენტობის“ კანდიდატები, ადგურ არძინბა და ბადრა გუნბა მოლაპარაკებებს გამართავენ. ამის შესახებ ტელეგრამის არხი RESPUBLICA იუწყება.
21 / თებერვალი 2025
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სხვა რეგიონების დეპარტამენტების თანამშრომლებმა ბოლო პერიოდში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 22 პირი დააკავეს. მათ შორის 12 ნარკორეალიზატორია. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო საკუთარ ვებ გვერდზე აქვეყნებს.
21 / თებერვალი 2025
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ინწრას ხეობის სათავეში მეწყერი ჩამოწვა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ წალენჯიხის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ვანო ბურდულმა უთხრა.
ოდაბადეშ კინოხონი
20 / თებერვალი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.