გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამეგრელოში უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოვლინდა.
კერძოდ, უწყების განმარტებით, ქალაქ ფოთში, მდინარე კაპარჭინაზე, რკინის კონსტრუქციისგან დამზადებული მოტორიანი ნავის საშუალებით, მოქალაქეები უკანონო თევზჭერისას ელექტროიარაღს იყენებდნენ, რის შედეგადაც 51 კგ თევზი მოიპოვეს.
მათივე ცნობით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ჭანისწყალზე, ასევე, თევზჭერის ელექტროიარაღის გამოყენებით, სამართალდამრღვევმა ქაშაპის სახეობის 1 კილოგრამამდე თევზი უკანონოდ მოიპოვა.
გზდ-ში აღნიშნავენ, რომ ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
მასალის გამოყენების პირობები