2025 წლის იანვრის მონაცემებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით, 27 160 ბავშვი საარსებო შემწეობას იღებს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ გვერდზე ვკითხულობთ.
უწყების სტატისტიკაზე დაყრდნობით, სარეიტინგო ქულების მიხედვით, რეგიონში 16 წლამდე ასაკის პირებისთვის გადარიცხული თანხა 5 479 000 ლარია.
მუნიციპალიტეტებში აარსებო შემწეობის მიმღები ბავშვების რაოდენობა შემდეგნაირად განისაზღვრა:
აბაშა - 1,851
ზუგდიდი - 9,570
მარტვილი - 3,023
მესტია - 2,034
სენაკი - 2,967
ფოთი - 1,458
ჩხოროწყუ - 1,706
წალენჯიხა - 2,673
ხობი - 1,878
სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, იანვარში საქართველოში საარსებო შემწეობა სულ 249 854 ბავშვმა მიიღო.
ცნობისთვის, 2024 წლის დეკემბერში, სამეგრელო-ზემო სვანეთში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა ისევ გაიზარდა და 44 049 პირს მიაღწია. ეს რიცხვი ნოემბრის მონაცემებს 267-ით, ოქტომბრის მაჩვენებლებს 278-ით, ხოლო სექტემბრის სტატისტიკას 369-ით აღემატება.
ამავე თემაზე:დეკემბერში სამეგრელო-ზემო სვანეთში საარსებო შემწეობა 44 000-ზე მეტმა პირმა მიიღო
ნოემბერში სამეგრელო-ზემო სვანეთში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა გაიზარდა - სტატისტიკა
სექტემბერში სამეგრელო-ზემო სვანეთში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა გაიზარდა - სტატისტიკა
ერთ თვეში ზუგდიდში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და 5 631-ს გაუტოლდა - სტატისტიკა
მასალის გამოყენების პირობები