პოლონეთის ქალაქ ბელსკო-ბიალაში გამართულ ევროპის 52-ე ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ზუგდიდელმა სპორტსმენმა სალომე ქაქუთიამ 14 - 15 წლების - 47 კგ წონით კატეგორიაში (კუმიტე, - 47 კგ.) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.
ის პირველი ქართველი გოგონაა, რომელმაც სპორტული კარატეს ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე მედლის მოპოვება შეძლო.
ფედერაციის ცნობით, მან იტალიელი მოწინააღმდეგე დაამარცხა.
ცნობისთვის, სალომე ქაქუთია, ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის, მეცხრე კლასის მოსწავლეა.
მასალის გამოყენების პირობები