ახალი ამბები
მაღალი ფასები, უმუშევრობა, ქვეყნიდან ემიგრაცია - სამი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ISSA-ს კვლევის მიხედვით
"სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის" (ISSA) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა, 46,5% - ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად მაღალ ფასებს მიიჩნევს, 42,1% - უმუშევრობას, 21,0% - ქართველების ემიგრაციას ქვეყნიდან.

მათივე ცნობით, კითხვაზე, როგორ ფიქრობთ, რომელია სამი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლებიც, დღესდღეობით, ქვეყნის წინაშე დგას? პასუხები შემდეგნაირად განისაზღვრა:

46,5% - მაღალი ფასები
42,1% - უმუშევრობა
21,0% - ქართველების ემიგრაცია ქვეყნიდან
18,0% - ნარკოტიკების გავრცელება/გამოყენება
16,4% - სიღარიბე
15,5% - უსამართლოდ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები
15,4% - კრიმინალი და დაუცველობა
13,0% - დაბალი ხელფასები
12,0% - ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა
12,9% - დაბალი პენსიები
11,6% - ზოგადი განათლების ხარისხი
8,3% - დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შელახვა
7,3% - უმაღლესი განათლების ხარისხი
6,8% - სასამართლოს დამოუკიდებლობა
6,5% - ლგბტ ცხოვრების წესის გავლენა
6,3% - რუსეთთან ომში საქართველოს ჩართვის საფრთხე
4,0% - დასავლეთთან ცუდი ურთიერთობა
3,8% - ქართული ოცნების მიმართ მოსახლეობის დიდი ნაწილის უნდობლობა
3,7% - რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები
2,3% - სუსტი პოლიტიკური ოპოზიცია
2,7% - სხვა
0,3% - ეთნიკური უმცირესობების გარიყვა/მათ მიმართ უყურადღებობა
0,1% - მიჭირს პასუხის გაცემა
0,4% - უარი პასუხზე

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) მოსახლეობის გამოკითხვა სამოქალაქო საზოგადოების ფონდის და საქართველოს გაეროს ასოციაციის დონორობით 18-30 იანვარს ჩაატარა. რაოდენობრივი კვლევის სამიზნე ჯგუფი საქართველოს სრულწლოვანი (18+) მოსახლეობა იყო. ინტერვიუერებმა 2 000 რესპონდენტი პირისპირ ინტერვიუს გზით გამოიკითხეს. მეთოდი იყო ალბათური, კლასტერული შერჩევა წინასწარი სტრატიფიკაციით. შერჩევის ცდომილება იყო ±2.2% მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით, ხოლო გამოპასუხების წილი: 74.4%.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
09 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
03 / ოქტომბერი 2025
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
09 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.