GLC - ის ზუგდიდის განყოფილების ორი მოსწავლე FLEX-ის გამარჯვებულია
მომავალ ლიდერთა გაცვლითი (FLEX) პროგრამის ფარგლებში, წელს, აშშ-ში განათლების მისაღებად, ზუგდიდიდან რამდენიმე მოსწავლე გაემგზავრება. მათ შორის, ფინალისტები არიან GLC-ის ზუგდიდის განყოფილების XI კლასის მოსწავლეები, ნანა ადამია და მარიამ შოგირაძე.
ისინი, აშშ-ის მთავრობის სრული დაფინანსებით, 2025-2026 აკადემიურ წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაატარებენ.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა "FLEX", რომელიც 30 წელზე მეტია საქართველოში ხორციელდება, შესაძლებლობას აძლევს ქართველ უფროსკლასელებს ისწავლონ ამერიკულ სკოლებში და იცხოვრონ ამერიკულ ოჯახებში.
პროგრამას აფინანსებს ამერიკის მთავრობა და ადმინისტრირებას უწევს საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები.
მასალის გამოყენების პირობები