2024 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთში 25 ქალზე იძალადეს - სტატისტიკა
შსს-ს საინფორმაციო - ანალიტიკური დეპარტამენტის სტატისტიკით, სამეგრელო-ზემო სვანეთში 2024 წელს ქალზე ძალადობის 25 შემთხვევა აღირიცხა. მათ შორის ერთი არასრულწლოვანი იყო.
უწყების განმარტებით, რეგიონში, ერთი წლის განმავლობაში, გამოვლენილია 4 - ფიზიკური, 23 კი - ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი.
ამავე ინფორმაციით, შსს-ს თანამშრომლებმა, რეგიონის მასშტაბით, 51 პიროვნებაზე 26 შემაკავებელი ორდერი გამოსცეს.
რაც შეეხება ზოგად მონაცემებს, შსს-ს თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით 2024 წელს ძალადობის 812 შემთხვევა გამოავლინეს.
მასალის გამოყენების პირობები