შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკოლოგიური ექსპერტიზის სამსახურის სტატისტიკით, უწყების თანამშრომლებმა 2024 წელს სამეგრელოში ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე 315 პირი შეამოწმეს.
მონაცემების მიხედვით, მათგან 256-ს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა.
შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ უწყებაში წარდგენილ და დადებითი შედეგის მქონე პირებში, ასაკობრივი კატეგორიით, 25-44 წლის მოქალაქეები სჭარბობენ. აღნიშნულ ჯგუფში 156 შემოწმებულიდან 127 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ 45-დან 60 წლის ჩათვლით, ნარკოტესტირება 125-მა ადამიანმა გიარა, 106-მა კი დადებითი შედეგი აჩვენა. 60 წლის ზევით შემოწმებული 21 ადამიანიდან 13-ს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა.
ცნობისთვის, ქვეყნის მასშტაბით, ამავე საანგარიშო პერიოდში უწყებაში სულ 4709 ადამიანი წარადგინეს, რომელთაგან 3385 ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდა.
მასალის გამოყენების პირობები