გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს დაბლობ და სანაპირო რაიონებში 15 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, 16-17 თებერვალს კი ზოგან გაწვიმდება.
მათივე ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დღისით ზუგდიდსა და მარტვილში +12, +14, ანაკლიასა და ფოთში კი +13, +15 გრადუსი იქნება.
რაც შეეხება მაღალმთიან რაიონებს, მათ შორის მესტიას, სინოპტიკოსები 16-17 თებერვალს თოვლს პროგნოზირებენ. ტემპერატურა 3, +5 გრადუსს გაუტოლდება.
მასალის გამოყენების პირობები