ახალი ამბები
გალში მანამდე გაუქმებული სპეციალური ეკონომიკური ზონის „ამრას“ აღდგენა სურთ, - მედია
2025 წლის 13 თებერვალს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „უზენაეს სასამართლოში“ შევიდა ადმინისტრაციული სარჩელი „პრეზიდენტის“ მოვალეობის შემსრულებლის ბადრა გუნბას 2024 წლის 5 დეკემბრის ბრძანებულების „შერეული ტიპის სპეციალური ეკონომიკური ზონის „ამრას“ არსებობის ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ ბათილად ცნობის თაობაზე.
მოსარჩელე მხარე შპს „რუსეთი - აფხაზეთი სინგაპურის სავაჭრო -საინვესტიციო კორპორაცია“ აცხადებს, რომ ეს დადგენილება არღვევს „აფხაზეთის რესპუბლიკის მოქმედ კანონს „სპეციალური ეკონომიკური ზონების შესახებ“. ამასთან დაკავშირებით მოსარჩელე ითხოვს დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებას და შპს „Р-АСТИКО“ -ს დარღვეული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების აღდგენას.

ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა სერგეი შამბამ საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესს“ განუცხადა, რომ მას არანაირი კავშირი არ აქვს და არანაირად არ ლობირებს პროექტს გალის რაიონში სპეციალური ეკონომიკური ზონის შექმნის შესახებ.

„მე არაფერი მაქვს საერთო გალის რეგიონის სპეციალურ ეკონომიკურ ზონასთან და არასდროს მიმიღია გადაწყვეტილება ამის შესახებ“, - თქვა მან 11 თებერვალს აფხაზური ტელევიზიის პირდაპირ ეთერში დებატებისას „პრეზიდენტობის“ კანდიდატის რობერტ არშბას ბრალდების საპასუხოდ.

2024 წლის იანვარში, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ბადრა გუნბამ ხელი მოაწერა განკარგულებას, გალის რაიონში "განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის" გაუქმების შესახებ, წერს „აფსნიპრესი“.

აფხაზური მედიის ცნობით, გალში "განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა" - „ამრა“, 2016 წელს, მაშინდელი „პრეზიდენტის“ რაულ ხაჯიმბას განკარგულებით შეიქმნა.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.