ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ამ ეტაპზე, ექვს ადმინისტრაციულ ერთეულს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მერია ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.
მათივე ცნობით, ადგილზე შესაბამისი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
მერიაში ამბობენ, რომ თოვლის საფარისგან უკვე იწმინდება სტრატეგიულ ობიექტებთან მისასვლელები, ცენტრალური საავტომობილო და შიდა საუბნო გზები.
გზების გაწმენდის სამუშაოებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ. ღონისძიებებში ჩართულია საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის ცენტრის ტექნიკა.
ფოტო: ჩხოროწყუს მერია
მასალის გამოყენების პირობები