წალენჯიხაში თოვლისგან გზები იწმინდება, სამი საბავშვო ბაღი კი დღეს ვერ გაიხსნა - ვანო ბურდული
წალენჯიხის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში გამთენიიდან ინტენსიურად თოვს. უხვი ნალექის გამო მობილიზებულია ტექნიკა, იწმინდება ცენტრალური საავტომობილო და ადმინისტრაციულ ერთეულებთან დამაკავშირებელი გზები. ამის შესახებ მერიამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ვიდეო მასალა გამოაქვეყნა.
მათივე ცნობით, ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი მუნიციპალიტეტს უწყვეტად მიეწოდება.
მერის მოვალეობის შემსრულებლის ვანო ბურდულის თქმით, საავტომობილო გზების დიდი ნაწილი ამ ეტაპზე გაწმენდილია, თუმცა, როგორც აღნიშნავს, სამ საბავშვო ბაღში დღეს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ვერ ჩატარდა.
ფოტო: წალენჯიხის მერია
მასალის გამოყენების პირობები