23-25 თებერვალს დასავლეთ საქართველოში კვლავ მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი, სანაპირო რაიონებში დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი, კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე შემცირება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სინოპტიკოსები საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან ნისლს, ქარბუქს და ზვავსაშიშროებას, საავტომობილო გზებზე ლიპყინულს, ელექტროგადამცემ ხაზებზე კი შემოყინულობას პროგნოზირებენ.
სააგენტოში განმარტავენ, რომ დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
დაბალი ტემპერატურის გამო, კოლხეთის დაბლობზე შესაძლებელია დაზიანდეს ციტრუსოვანი კულტურები, განსაკუთრებით ლიმონი.
საფრთხის დონე საშუალოა
მასალის გამოყენების პირობები