საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის კმ48-კმ119 (გრიგოლეთი-სარფი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
მათივე ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
ამასთან, დაბალი ტემპერატურის გამო, აღნიშნული კატეგორიის ავტომანქანების გადაადგილება შეზღუდულია საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ40-კმ120 (აღაიანი-ხაშურის კვანძი) მონაკვეთზეც. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები