ხობში სოფლების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება - თოვის გამო, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები
ხობის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა დააზიანა ელექტრო გადამცემი ხაზები, რის გამოც, ადმინისტრაციული ერთეულების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მერია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.
მათი თქმით, პრობლემურ უბნებზე უკვე მობილიზებული არიან მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჯგუფები.
ამასთან, ადგილობრივი მერიის ცნობით, რამდენიმე სოფელში სპეციალური ტექნიკის გამოყენებით თოვლისგან იწმინდება საავტომობილო გზები.
მასალის გამოყენების პირობები