ფოთში 6 000-მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება, შეჩერდება სასწავლო პროცესიც - მერია
ფოთის მუნიციპალიტეტში თოვლის სახით მოსული უხვი ნალექის გამო, ამ დროისთვის, ელექტროენერგია არ მიეწოდება 6000-მდე აბონენტს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით,აღდგენითი სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს და 17:00 საათისთვის სრულად აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება.
მერიაში ამბობენ, ორშაბათს და სამშაბათს ფოთის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი არ ჩატარდება. ასევე, 24 თებერვალს სასწავლო პროცესი შეჩერდება ფოთის საჯარო სკოლებშიც.
ამავე ინფორმაციით, მუნიციპალური სამსახურები საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.
მასალის გამოყენების პირობები