ახალი ამბები
ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
ზუგდიდში, თაბუკაშვილისა და თავისუფლების ქუჩების კვეთაზე არსებულ შუქნიშანთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველმა რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

მისივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანებული ავტომობილები კი ევაკუატორით გადაიყვანეს.

ამავე ცნობით, შემთხვევის დროს შუქნიშანი გამორთული იყო.

ცნობისთვის, ზუგდიდის რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე, მათ შორის თავისუფლებისა და თაბუკაშვილის ქუჩების კვეთაზე განთავსებული შუქნიშნები პერიოდულად დაზიანებულია და არ ფუნქციონირებს.

ამასთან, ზუგდიდის მერიამ სატრანსპორტო შუქნიშნის ავტომატური მართვის კონტროლერისა და მოდულების შესასყიდად 326 441 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. კერძოდ, შეიცვლება პუშკინისა და შარტავას, პუშკინი-სოხუმის ქუჩებისა და ზუგდიდი-ჯვარი-მესტიას გზის გადაკვეთის; სოხუმისა და წერეთლის, თავისუფლებისა და თაბუკაშვილის, აღმაშენებლისა და ბარამია-ხუბულავას ქუჩების გადაკვეთაზე არსებული შუქნიშნები. ტენდერში წინადადებების მიღება ჯერჯერობით არ დაწყებულა.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე შუქნიშნები დაზიანებულია

მერიაში ვერ აკონკრეტებენ, როდის ჩაირთვება, თითქმის, ორი თვის წინ ჩამქრალი შუქნიშნები

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.