უამინდობის გამო, ფოთში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი ამ დრომდე შეჩერებულია
ფოთის მუნიციპალიტეტში, თოვლის სახით მოსული უხვი ნალექის გამო, საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი ამ დრომდე შეჩერებულია. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრში უთხრეს.
მათივე თქმით, ამინდის ცვლილების შესაბამისად, სწავლის განახლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დღეს მიიღებენ.
ამასთან, ფოთის მერიაში განმარტეს, რომ ინტენსიური თოვის შემდეგ, მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის სტაბილური მდგომარეობაა, გზების გაწმენდითი სამუშაოები საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობს, ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია კი უწყვეტად მიეწოდება მოსახლეობას.
მასალის გამოყენების პირობები