საქართველოს რკინიგზამ თბილისი-ფოთისა და ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით რეისები გააუქმა
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით უამინდობის გამო, 25 თებერვალს დაგეგმილი რამდენიმე რეისი, მათ შორის თბილისი-ფოთისა და ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით რეისები გაუქმდა.
რკინიგზაში აღნიშნავენ, რომ მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ.
მათივე ცნობით, შექმნილი მეტეოროლოგიური ვითარების გამოსწორებისთანავე, რეისები აღდგება.
მასალის გამოყენების პირობები