ზუგდიდის მუნიციპალიტეტში თოვლის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შექმნა. ამ დროისთვის, მიმდინარეობს ადმინისტრაციული ერთეულების შიდა საუბნო გზებისა და ქალაქის ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები. ამის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში გვითხრეს.
მათივე თქმით, მერიის წარმომადგენლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და ადამიანური რესურსი.
„7 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გადაიდო. რამდენიმე საბავშვო ბაღში ბავშვების არ გამოცხადების მიზეზით არ მიმდინარეობს სააღმზრდელო პროცესი. რამდენიმე ადმინისტრაციული ერთეულის ცალკეულ უბნებს ელექტროენერგია არ მიეწოდებათ, თუმცა მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს ენერგო-პრო ჯორჯიასთან“, - განმარტავენ მერიაში.
ამავე ინფორმაციით, ამოქმედებული ცხელი ხაზი, სადაც მოქალაქეების შემოსულ საჭიროებებზე მყისიერი რეაგირება ხდება.
ფოტო: ზუგდიდის მერია
მასალის გამოყენების პირობები