ხობის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც, ელექტროენერგია ადმინისტრაციული ერთეულების ნაწილს არ მიეწოდება. ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მერია ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.
მერიაში განმარტავენ, რომ საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 27 თებერვლის ჩათვლით დროებით შეჩერებულია.
მათივე ცნობით, ადმინისტრაციულ ერთეულებში საავტომობილო გზების დეპარტამენტის და ადგილობრივი თვითმმართველობის სპეციალური ტექნიკის გამოყენებით თოვლისგან იწმინდება საავტომობილო გზები. პრობლემურ უბნებზე კი მობილიზებულია მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჯგუფები.
ამავე ინფორმაციით, უამინდობის გამო მერიაში შექმნილია ცხელი ხაზი, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ 24 საათის განმავლობაში დარეკონ ცხელი ხაზის ნომრებზე.
ფოტო: ხობის მერია
მასალის გამოყენების პირობები